16:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 05:04:35, 785 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილია

ამ ეტაპზე თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თურქეთის მიმართლებით ფრენები არ ხორციელდება.

„უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა საქართველოსთვის მომდინარეობდეს ამ სიტუაციიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ შეექმნას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და გავაანალიზეთ სუს-ისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დილამდე დავაკვირდებით სიტუაციას. ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით, საჰაერო საზღვარი კი ამ დროისთვის ჩაკეტილია, ფრენები არ ხორციელდება. დილის სიტუაციიდან გამომდინარე მოვახდენთ საზღვართან დაკავშირებულ ცვლილებას", – განადხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ურჩვენს, რომ ვიდრე თურქეთში სიტუაცია არ დასტაბილურდება, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობაზე.

ცნობისთვის, ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი თურქეთში განვითარებული მოვლენები იყო. 

სხდომას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, შს მინსტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და გენ შტაბის უფროსი ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics