13:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 23:23:35, 1220 ნახვა

ეკონომიკა
„აფბამ“ და „ბილაინმა“ პროექტ „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნითი კონფერენცია გამართეს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ“ და კომპანია „ბილაინმა“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, ერთობლივი პროექტის - „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნითი კონფერენცია გამართეს. 

პროექტი „განავითარე ბიზნესი“ განხორციელდა კომპანია „ვიმპელკომის“ მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ ბრენდით ოპერირებს. მცირე მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტებში, „ვიმპელკომი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის, - Make your Mark, ფარგლებში მონაწილეობს. ამ კამპანიას „ვიმპელკომი ყველა იმ ქვეყანაში ახორციელებს, სადაც ის ოპერირებს. 

პროექტის სამიზნე აუდიტორიას თვითდასაქმებულები წარმოადგენდნენ, სეგმენტი, რომელიც საქართველოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტია. ხოლო მიზანი, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული შესაბამისი პროექტებისადმი მხარდაჭერა, სახელმწიფო ინიციატივების იმპლემენტაციის გაუმჯობესება და ამ ინიციატივების ბენეფიციარებამდე მიტანაში დახმარება იყო.

პროექტის ფარგლებში „აფბამ“ მოაწყო 21 შეხვედრა პრეზენტაცია რეგიონებში პოტენციურ ბენეფიციარებთან. გაიმართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ჩატარდა 9 ღია შეხვედრა-დისკუსია დარგის ექპერტებსა და ანალიტიკოსებთან. 

„აფბამ“ კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათით, მთავრობის შესაბამის უწყებებს მიეწოდება. 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics