|
2016-07-15 18:25:54, 880 ნახვა
სამხედრო
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. „პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში გამართული კურსის დახურვის ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე მოეწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურიდან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, კურსში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცერმა სვეინ ამუნდსენმა. მათ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სამთო სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანისა და უკრაინის სამხედრო ატაშეები, კაპიტანი ელჯან იმამვედიევი და პოლკოვნიკი სერჰი კუნდიუსი. ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო საჩუქრები, სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს. ზაფხულის საბაზისო კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთის, ლიტვის, ლატვიის, აშშ-ის, თურქეთის, უნგრეთის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვედეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამთო მომზადების ფარგლებში მათ სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევები შეისწავლეს - სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, ორიენტირება ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვა რუკაზე, გადაადგილება კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება. სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებსაც გაეცნენ. ისეთი მოქმედებების შესწავლაც მოუხდათ, როგორიცაა: ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის შესწავლა და კლდიდან დაშვება. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავდა. კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტებიც ჩააბარეს, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და 12 კმ-ზე გადაადგილებას პლუს 1200 მ-ზე ასვლას ითვალისწინებდა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)