2016-07-15 02:04:30, 1342 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი
ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ეს არ არის ზუსტი მონაცემები და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ამ დრომდე იზრდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა.
ამ წუთისთვის მომხდარიდან გამომდინარე ქალაქში პანიკაა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოქალაქეები სირბილით ტოვებენ. ფრანგული ტელევიზიები შემთხვევას ტერორისტულ აქტს უწოდებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან