2016-07-14 19:33:43, 1408 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის დიარბაკირის პროვინციის 16 სოფელში კომენდანტის საათი დაწესდა
თურქეთის ხელისუფლებამ ქურთებით დასახლებული დიარბაკირის პროვინციის 16 სოფელში კომენდანტის საათი დააწესა, - ამის შესახებ Reuters-ი პროინციის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, კომენდანტის საათი თურქეთში აკრძალული “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში დაწესდა.
მედიის ცნობით, კომენდანტის საათის განმავლობაში დიარბაკირის სოფლებში მოსახლეობის შესვლა და სოფლებიდან გასვლა აიკრძალება.
ცნობისთვის, თურქეთი "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ტერორისტულ ორგანზიაციად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ ქურთ ამბოხებულებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო შეთანხმება 2015 წლის ივლისში დაირღვა. მას შემდეგ თურქეთში შეიარაღებულ დაპირისპირებას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების 600 თანამშრომელი და 5 000-ზე მეტი ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან