13:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 21:58:58, 1844 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთს მეორე ქალი პრემიერი ჰყავს - დედოფალმა ტერეზა მეი პოსტზე ოფიციალურად დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე მეორედ ქალი იკავებს. ტერეზა მეი ქვეყნის ახალი პრემიერია, რომელიც დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ფორმალურად უკვე დაამტკიცა.

მანამდე დევიდ კამერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ყოფნა მისთვის "უდიდესი პატივი" იყო.

"არ იყო მარტივი და, რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება სწორი არ აღმოჩნდა, მაგრამ მჯერა, რომ ბრიტანეთი დღეს უფრო ძლიერია", - თქვა კამერონმა.

ამის შემდეგ ის დედოფალთან, ბაკინგემის სასახლისკენ გაემართა, სადაც ელიზაბეტ II კამერონის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად დაეთანხმა.

კამერონი Brexit-ზე რეფერენდუმის შემდეგ პოსტის დატოვებას ოქტომბერში გეგმავდა, მანამდე კი ახალი პრემიერი უნდა დასახელებულიყო.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სხვების მიერ კანდიდატურების მოხსნის შემდეგ, მომავალი პრემიერმინისტრი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ტერეზა მეი იქნება, კამერონმა ორშაბათს თქვა, რომ პოსტს დღეს, ოთხშაბათს დატოვებდა.

დევიდ კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. რეფერენდუმის საპირისპირო შედეგის შემდეგ კი მან პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. მაშინ დევიდ კამერონი, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics