|
2016-07-13 16:16:03, 1178 ნახვა
სამართალი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხვადასხვა ვებგვერდებზე ინტერნეტბანკის მონაცემთა შეყვანა ქმნის ფინანსურ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელების მაღალი რისკს. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით. ინსპექტირება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და რამდენიმე ბანკის მომართვის შედეგად დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)