2016-07-12 16:27:50, 707 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: თუ სიაში არ ვიქნები, შევქმნი ახალ პარტიას - „სახალხო მოძრაობა - მიმღერე რამე“
თუ სიაში არ ვიქნები, შევქმნი ახალ პარტიას, ამისთვის სერიოზულად ვარ მომზადებული, - ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძესთან ერთად ერთ ბლოკად გაერთიანდებიან.
"თუ სიაში არ ვიქნები, შევქმნი ახალ პარტიას, ამისთვის სერიოზულად ვარ მომზადებული, პარტიას „სახალხო მოძრაობა - მიმღერე რამე“ ერქმევა. პაატა ბურჭულაძესთან ერთად ერთ ბლოკად, ერთ პროექტად გავერთიანდებით. ეკონომიკური პროგრამა უკვე ვიცით, რამდენი უნდა იყოს ხელფასი, პენსია უნდა იყოს ძალიან დიდი, ასევე უმუშევრებისთვის რამდენი უნდა იყოს დახმარება და საერთოდ, სად უნდა ვიშოვოთ ფული, ესეც ვიცით. ალბათ პინოქიო წაკითხული გაქვთ, ხომ? - დამარხავ 100 ლარს, ამოვა 1000 ლარი", - აღნიშნა ქანთარიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან