2016-07-12 10:48:43, 1325 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ხვალიდან ტერეზა მეი დაიკავებს
დიდ ბრიტანეთს ხვალიდან ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, - ამის შესახებ BBC მოქმედ პრემიერ-მინისტრზე დევიდ ქემერონზე დაყრდნობით იუწყება.
ქემერონის თქმით, 12 ივლისს ის მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომას უხელმძღვანელებს, 13 ივლისს კი, პრემიერ-მინისტრის პოსტს ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ტერეზა მეი დაიკავებს.
„მიხარია, რომ ტერეზა მეი შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება. ის ძლიერი, კომპეტენტური ადამიანია, და მას ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ქემერონმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გაიმარჯვეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან