|
2016-07-11 14:51:30, 995 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის დახურვას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში შსს-ს მომსახურების სააგენტოს და სპორტული კლუბი MIA FORCE-ის მიერ ორგანიზებული მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის დახურვას დაესწრო. შსს-ს ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილი მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურს ესტუმრა და მთელი კვირის განმავლობაში სააგენტოს მიერ ბათუმში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. უწყების ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა სააგენტოს შენობა დაათვალიერებინა და რეგიონული განვითარების გეგმა გააცნო. შს მინისტრის მოადგილე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - MIA FORCE-ს მრბოლელი დათა ქაჯაიას შემაჯამებელ, შემეცნებით ლექციასაც დაესწრო, რომელიც მან კვირეულის აქტიური მონაწილეებისთვის წაიკითხა. შეხვედრის დასასრულს, დავით ვარდიაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა, კვირეულის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო სიგელები გადასცა და სპეციალურად მომზადებულ სტენდზე - „ჩვენ ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს“, მოზარდებთან ერთად, ხელმოწერა დატოვა. კვირეულის დახურვის დღეს ბათუმში, „ანბანის კოშკის“ წინ ახალგაზრდებმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული დახატეს. შსს-ს მომსახურების სააგენტომ ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული 2 ივლისს დაიწყო. ყოველდღიურად, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. მომავალში აღნიშნული პროგრამის სხვა რეგიონებში ჩატარებაც იგეგმება.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)