|
2016-07-09 16:46:35, 1142 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-ი Messenger-ში დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციის შექმნაზე მუშაობს
სოციალური ქსელი Facebook-ი Messenger-ში დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციის შექმნაზე მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ფუნქციის ტესტირება 8 ივლისს დაიწყო. როგორც სოციალური ქსელის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ფუნქციის “საიდუმლო საუბრების” (Secret Conversation) გამოყენებისას, მომხმარებელს შეეძლება, მიუთითოს დრო, რომლის განმავლობაშიც ადრესატი გაგზავნილი შეტყობინების ნახვას შეძლებს. მითითებული დროის ამოწურვის შემდეგ, ტექსტი გაქრება და მიუწვდომელი გახდება. Messenger-ის მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, სურს მას ჩვეულებრივი მიმოწერა, თუ დამატებითი დაცვის მექანიზმიანი ჩატის გამოყენება. ამასთან, კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ Messenger-ში მიმოწერა, ხმოვანი შეტყობინებები და ზარები ახლაც დაცულია. თუმცა გარკვეული საკითხების განხილვისას მომხმარებელთა ნაწილს დამატებითი დაცვა სურს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)