2016-07-09 13:40:58, 1305 ნახვა
მსოფლიო
ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ავღანეთის მისიაზე მსჯელობენ
ვარშავაში ნატო-ს სამიტის მეორე დღე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო.
შეხვედრაზე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში ალიანსის მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნამდე იენს სტოლტენებრგი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანისა და პრემიერ-მინისტრს აბდულა აბდულას შეხვდა.
საბჭოს სხდომის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი პრესკონფერენციას გამართვას.
დღესვე ალიანსის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ფორმატში შეხვედრა და ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაა დაგეგმილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან