|
2016-07-08 20:54:40, 1073 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილემ ნარკოპოლიტიკის თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ნარკოპოლიტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შსს-სა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის შედეგები, მიდგომები და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ზიანის შემცირების სერვისების, პრევენციის, ნარკოტრანზიტთან ბრძოლის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული რეფორმების შესახებ დისკუსია გაიმართა. „ჩვენი სამინისტრო მხარს უჭერს ოთხსვეტიან ნარკოპოლიტიკას, როდესაც პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია და ზიანის შემცირების სერვისების განვითარება პოლიციას შესაძლებლობას უქმნის, ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ მეტი რესურსი მიმართოს. ბოლო წლებში, ჩვენ უპრეცენდენტოდ მასშტაბური და წარმატებული ოპერაციები ჩავატარეთ ნარკოტრანზიტის და ნარკოტიკების გავრცელების აღსაკვეთად. მინისტრის დავალებით, ასევე, ვმუშაობთ პროექტზე „უსაფრთხო ქალაქი“, რომელიც სამომავლოდ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალკავაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)