02:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 13:12:00, 661 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ნატო-ს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა

„ამ სამიტზე მონტენეგრო იქნება წარმოდგენილი, რადგან ის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ის საბლოოდ გახდება ალიანსის წევრი“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა   განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით,  ვარშავის  სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და  28 წევრიდან ალიანსს 29 წევრი  შეემატება.

მისივე თქმით, ნატო  ასევე მუშაობს  საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან.

„ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. 28 წევრიდან ჩვენ 29 წევრი გავხდებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან. რაც შეხება საქრთველოს - აპლიკანტ სახელწმიფოს, ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ვეხმარებით მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში. უელსის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოსთვის ყოვლისმომცველი პაკეტის მინიჭება, მას შემდეგ ვმუშაობთ ამ პაკეტის განხორციელებაზე. გავაგზავნეთ ჩვენი მწვრთნელები, გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, როგორც მტკიცე სიგნალი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ჩვენი მხარდაჭერისა. ჩვენ მივესალამებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ ვაგრძელებთ, საქართველოს ძალსიხმევის მხარდაჭერას”, - აღნიშნა  იენს სტოლტენებერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics