|
2016-07-07 17:21:16, 603 ნახვა
საზოგადოება
მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს
აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს ანგარიშს აქვეყნებს. 2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სამსახურმა ჯამში 1 800-ზე მეტი აქტივობა განახორციელა. მომზადდა არაერთი ანალიზი და ანგარიში, სადაც მოხდა მიმდინარე საქმეების დეტალური შესწავლა, მხარეთა ინტერესების დარღვევის იდენტიფიცირება და მათი ანალიზი, რის შემდგომაც სამსახურმა მომზადდა 133 რეკომენდაცია. მათ შორის, სამსახურის რეკომენდაციით, სასურველია გამარტივებული საქმისწარმოების პროგრამას დაემატოს მონაწილე პირებისთვის ხედვის ფუნქცია, ე.წ მოქალაქეთა პორტალი. აღნიშნული სერვისის ამოქმედება ხელს შეუწყობს მხარეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევების შემცირებას, აამაღლებს გამჭვირვალობის ხარისხს და, ამავდროულად, დაზოგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა რესურს. ასევე, ტერიტორიული ბიუროების უფროსებს მიეცათ რეკომენდაცია, მოვალის ინფორმირების მიზნით, ამოწურულ იქნეს უწყების ჩაბარების კანონით დადგენილი ყველა შესაძლო ღონისძიება, მათ შორის, აღმასრულებლის მიერ განხორციელდეს მოვალის მისამართზე ვიზიტი. მხოლოდ აღნიშნული მოქმედებების განხორციელების შემდგომ მოხდეს წინადადების საჯარო გამოქვეყნება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. რეკომენდაცია განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მოვალეთა დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტსა და ვებ გვერდზე წვდომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკაში დაინერგა. მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური საჭიროების არსებობისას უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირების მისამართებზე გასვლას. აღნიშნულ პერიოდში, განხორციელდა 360 მისამართზე გასვლა აღმასრულებლებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები ახორციელებენ მხარეთა უფლებების განმარტებასა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ასევე მათი ჩართულობის ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მოვალის მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას. განხორციელდა 92 დასწრება გამოსახლებებსა და დემონტაჟზე, სადაც მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით, ხდება მათი ინფორმირება საქმის მიმდინარეობის შესახებ, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, შუამდგომლობა თვითმმართველ ორგანოებთან მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. მხარეთა ინტერესების დაცვის მენჯერების სამართლებრივი კონსულტაციის შედეგად გაიზარდა საქმეების მორიგების გზით დასრულების მაჩვენებელი.
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)