00:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:47:08, 653 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი ვარშავის სტადიონზე 8-9 ივლისს გაიმართება

8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს.

ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, ამ დროისთვის ბოლო 2014 წელს უელსში. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს. ამასთან, ეს იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი იქნება.

ღონისძიებაზე ალიანსის წევრები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში როტაციის პრინციპით ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, ნატო კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად ნაბიჯებს გადადგამს. ნატო-ს წევრები ერაყში საწვრთნელი მისიის გაძლიერებასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნატო-ს როლის გაფართოებაზე შეთანხმდებიან.

მოანაწილეები ასევე “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშირისო კოალიციის AWACS-ის ტიპის ვერტმფრენებით დახმარების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ნატო გააგრძელებს ავღანეთის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics