00:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 18:37:49, 587 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისათვის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისათვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით. 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე", - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს ის, რომ იგი ვარშავის სამიტის წინ გაიმართა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ბატონ კერისთან. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ. 

საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საჭირბოროტოა და აქტუალურია საქართველოსთვის. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე.  საუბარი იყო იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს. 

საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილული იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რასაც საქართველო დღეს ასრულებს და გარდა ამისა, ბუნებრივია განხილულ იქნა საქართველოს წინსვლის შემდგომი დემოკრატიზაციის ნაბიჯები", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს დელეგაციის წევრები,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics