|
2016-07-06 15:51:51, 1093 ნახვა
ეკონომიკა
სუპერმარკეტი "სმარტი" გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს
სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს. საქართველოში "სმარტის" მოწვევით ჩამოსულმა ცნობილმა გერმანელმა პროდუქტების განვითარების ექსპერტმა ულრიხ ლენარცმა "სმარტის" ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი პურები პირველად დარგის ექსპერტებს, ცნობილ კულინარებს გაასინჯა. ულრიხ ლენარცი საქართველოს რამდენიმე თვის წინაც სტუმრობდა და მის მიერ "სმარტის" ხაბაზებისთვის ჩატარებული მასტერკლასების შემდგომ "სმარტმა" პურის ცხობის გერმანული ტექნოლოგია დანერგა. ცხობის თანამედროვე ტენდენციები, ჯანსაღი ალტერნატივები პურის ინგრედიენტებში, პურის მადისაღმძვრელი ვიზუალი, საგემოვნო თვისებები: ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ბატონმა ულრიხმა "სმარტის" ხაბაზებს ასწავლა. "ჯანსაღი პროდუქტი აუცილებელია, რასაც ვჭამთ, ის ვართ. ამიტომ, უნდა მივირთვათ ჯანსაღი პროდუქტი, რომ ვიყოთ ჩვენც ჯანსაღად და ენერგიულად. ჩვენს ქვეყანაში კარგი პურის პრობლემაა. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრ საფუარს უშვებიან. ამიტომ, მივესალმები ამ ინიციატივას. ეს არ არის სიტყვები სიტყვებისთვის. მართლა ძალიან გემრიელი პურია. აქვს ცოტა საფუარი, იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც აუცილებელია პურში საფუარი. ვიზუალი შესანიშნავი აქვს. დიდ იმედს ვიტოვებ, ეს პური ამ სახით დამხვდება სმარტში ორი წლის შემდეგაც",-აღნიშნა ცნობილმა კულინარმა მერიკო გუბელაძემ. გერმანული ექსპერტის რეკომენდაციით შექმნილ ახალ პროდუქტებთან ერთად, "სმარტი" ხვალიდან ჯამურად უკვე 20-მდე სახეობის პურს შესთავაზებს მომხმარებელს, რომელიც ჭვავის და ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილით მზადდება და მზესუმზირით, თეთრი და შავი სეზამის მარცვლებით, შვრიის ფანტელით, ხორბლით, ღერღილი სიმინდითა და წიწიბურათი უნიკალურ საგემოვნო თვისებებს იღებს. "სმარტი" მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებელს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. ცნობილი გერმანელი პროდუქტების განვითარების ექსპერტის ულრიხ ლენარცის დახმარებით "სმარტი" მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქტების არჩევანს შესთავაზებს და გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პურები ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც ვერ დატოვებს გულგრილს.დარწმუნებულები ვართ, რომ სმარტის საკონდიტრო შეთავაზებებით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. ულრიხ ლენარცის პურის ცხობის ტექნოლოგიების განვითარების ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს. გერმანელი პროდუქტების განვითარების ექსპერტის რეკომენდაციით "სმარტში" პურპროდუქტები საფუარისა და შაქრის გარეშე დამზადდება და დაბალკალორიული პურის არჩევანიც გამრავალფეროვნდება. "სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუქნციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)