23:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 14:23:57, 604 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს

არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში, -  აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავჯდომარის თანამდებობიდან  არჩილ ხაბაძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნების"  გუნდთან ერთად ქვეყნისა და აჭარის რეგიონის საკეთილდღეოდ.

„ჩვენთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში წარიმართებოდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციების საფუძველზე იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ის რჩება ჩვენს გუნდში, როგორც თავადვე განაცხადა",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონკრეტულად თუ რომელ პოზიციაზეა საუბარი, ამის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მომავალი თავმჯდომარის დამტკიცების საკითხსაც გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას"  სრული რესურსი აქვს იმისათვის, რომ უმაღლეს საბჭოში დამტკიცდეს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა და ეს პროცესი უახლოეს დღეებში  აუცილებლად დასრულდება კონკრეტული შედეგით.

„ რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების პრეროგატივა. აქედან გამომდინარე ვერ ვაკეთებთ ჯერჯერობით კომენტარს კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, თუმცა მე შემიძლია  გითხრათ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics