09:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 11:01:47, 1063 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობა 2016“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა 2016“  15-16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს.

ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი  (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 31 ივლისამდე მიიღება.

„შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.

მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავისი აზრი დააფიქსირონ თბილისობის თემასთან დაკავშირებით. შარშან დანერგილი ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად თბილისობა კონკრეტულ თემას ეძღვნება. შარშან დღესასწაული გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას მიეძღვნა. თემასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ წინადადებები წარადგინონ თბილისის მერიაში. გარდა ამისა, მიმართონ  მერიის ან კულტურის საქალაქო სამსახურს FACEBOOK გვერდზე“, - აცხადებენ მერიაში.

ამასთან, თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება. აღნიშნული კომისია, მოქალაქეების მხრიდან შემოსულ წინადადებებზე იმსჯელებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს, ღონისძიების სრულყოფილად, შეუფერხებლად ჩატარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics