17:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:55:39, 989 ნახვა

ეკონომიკა
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მიზანს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა.

მოლაპარაკებების გამართვაზე გადაწყვეტილება  საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომის (2014 წლის 27-28 ნოემბერი) ფარგლებში იქნა მიღებული. საავიაციო უწყებებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თურქმენული მხარე აშხაბადი - თბილისის რეისების შესრულების შესაძლებლობას მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან განიხილავს - მას შემდეგ რაც აშხაბადის ახალი საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გაიხსნება. მხარეთა გადაწყვეტილებით, ფრენების დაწყების ხელშეწყობისა და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების დროულად მოგვარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უახლოეს მომავალში თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა. 

შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქამდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი. ამასთან, ქართული მხარის ინიციატივით, საავიაციო ხელისუფლებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ ახალი, ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყებენ მუშაობას (ამჟამად ძალაშია 1993 წლის 17 აგვისტოს შეთანხმება), რაც ხელს შეუწყობს ავიაკომპანიებს შორის თავისუფალი კონკურენციისა და სატარიფო პოლიტიკის განვითარებას, ასევე მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. მოლაპარაკების ფარგლებში საავიაციო უწყებებმა ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო რეისების განხორციელების ხელშეწყობასა და გამარტივებაზეც იმსჯელეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics