საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ინიციატივით  სამუშაო შეხვედრა  გაიმართა თემაზე „დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საკუთრებაში გადაცემა“.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 

" />
09:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 15:42:46, 602 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ინიციატივით  სამუშაო შეხვედრა  გაიმართა თემაზე „დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საკუთრებაში გადაცემა“.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს,  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციების მიერ განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: დევნილთა განსახლების ობიექტზე არსებული საერთო სარგებლობის ფართების - სხვენების, სარდაფების, კიბის უჯრედების და კორიდორების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა; წითელი ხაზების დადგენა; წითელ ხაზებში არსებული მიწის ნაკვეთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა.

სამუშაო შეხვედრის მიზანია სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზით დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენლების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics