2016-07-05 15:23:03, 645 ნახვა
პოლიტიკა
ეკა მიშველაძე: ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველოს გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად მეტი ბერკეტი ექნება
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, სახელმწიფო დელეგაცია უახლოეს მომავალში ვარშავაში ნატოს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.
როგორც მიშველაძემ პრესკონფერენაციაზე განაცხადა, ვარშავის სამიტზე არის მოლოდინები, რომ საქართველო ნატო-ს კიდევ უფრო დაუახლოვდება.
"გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს ექნება კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ბერკეტი გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად და ალიანსი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას დააფიქსირებს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართულებით", -აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან