2016-07-05 14:24:09, 689 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: ეუთო-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას არ გადავიფიქრებ, იმდენად დიდია მხარდაჭერა
„მე არ ვფიქრობ, რომ გადავიფიქრებ და ეუთო-ს პრეზიდენტობაზე უარს ვიტყვი, იმდენად დიდია მხარდაჭერა, რომ შესაძლებელია მომავალშიც ვიყარო კენჭი“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, მას კიდევ ორი წელი აქვს და ის ეუთო-ს ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას ორი წლის განმავლობაში დაიკავებს.
„კენჭს ალბათ ვიყრი რატომაც არა, ამ ქვეყანაშიც ვიყრი კენჭს კიდევ თუ ჩატარდება და ალბათ სხვა ხელისუფლება იქნება, ალბათ კი არა ამაში დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ღირსეული ხელისუფლება იქნება, მაგრამ ვნახოთ შემდეგი სესია ბელორუსში არის დაგეგმილი. არ მგონია კენჭისყრა გადავიფიქრო“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან