09:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 13:09:20, 652 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში დიდი ლილოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  საგზაო სამუშაოები დიდი ლილოს სხვადასხვა ქუჩაზე:  სკოლის, აკაკი წერეთლის, არჩილ მეფის, კოსტავას და ნიავის ქუჩებზე, ასევე სასაფლაოს გზაზე განხორციელდა. 

მათივე ცნობით, დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ასევე, მოწყო ახალი სპორტული მოედანი. ივლისის თვეში კი ახალი სკვერის  მშენებლობა დაიწყება.

სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრტიონთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თბილისი მერმა და  სამგორის გამგებელმა მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნეს  და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ.

„სამუშაოები  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვახორციელებთ მათი მიმდინარეობის მონიტორინგს. კონკრეტულად ამ დასახლებაში ხუთ ქუჩაზე გზა დაიგო, მოეწყო ორი  სათამაშო მოედანი და სკვერი, რითაც მოსახლეობა კმაყოფილია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება  როგორც საგზაო, ასევე სკვერებისა და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობის სამუშაოები. ამას გარდა კეთდება საყრდენი კედლები და მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics