22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 23:14:32, 584 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტიდან დავბრუნდებით უფრო დაცული ქვეყანა

"ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავადან უფრო დაცული ქვეყანა" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მათ პრეზიდენტთან მოსამზადებელი შეხვედრა ჰქონდათ და დაიგეგმა ის 2 დღე, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ვარშავაში უნდა გაატაროს. ამასთან, ხიდაშელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს წევრობას არ ელოდება. 

”დელეგაციის წევრებს, ვინც ვარშავაში მივემგზავრებით, გვქონდა მოსამზადებელი შეხვედრა პრეზიდენტთან. მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავადან უფრო დაცული ქვეყანა. ნატოს წევრობა სწორედ ამიტომ გვინდა. ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით და პარტნიორებისგან ველოდებით, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს უფრო მაღალ დონეზე წარმოდგენილი და საქართველოს დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics