09:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 16:17:48, 651 ნახვა

საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება

"4 ივლისიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება" - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც უწყება განმარტავს, საავტომობილო მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება - ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

"4 ივლისიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება - ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ითვალისწინებს ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

გზის გაფართოების მიზნით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics