2016-07-04 13:35:51, 605 ნახვა
საზოგადოება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 1407 ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა
მიმდინარე წლის ივლისიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული სერვის-ცენტრების, ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასი 40%-ით გაეზარდათ.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 1407-მდე სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა კადრების ოპტიმიზიაციის შედეგად და სახელფასო ბიუჯეტში მიღებული დანაზოგის ხარჯზე გახდა შესაძლებელი.
სახელფასო ზრდა კომპანიის მასშტაბით, მხოლოდრეგიონებში დასაქმებულ თანამშრომლებზე გავრცელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან