08:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 17:28:30, 609 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური ჯანდაცვის ეთიკის კოდექსის სრულყოფისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მუშაობენ

საქართველოს პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი ეთიკის კოდექსის განხილვის მიზნით ევროპის საბჭომ   სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ეთიკის  კოდექსის პროექტი ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტებმა საერთაშორისო ექსპერტის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავეს. აღნიშნული კოდექსი  საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, სტანდარტებსა და ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება,  რომელიც ციხის ჯანდაცვაში ჩართულ სამედიცინო პერსონალისათვის უმნიშვნელოვანესია.  

შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები,  ასევე,  ევროპის საბჭოს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ. აღნიშნული ჯგუფი კოდექსის დახვეწასა და სრულყოფაზე იმუშავებს, რათა ის დასამტკიცებლად და შემდგომი გამოყენებისთვის მოამზადოს.

შეხვედრა  ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II" - ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics