20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 14:24:03, 663 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი: პარტიის საქმეა, სად ჩაატარებს ყრილობას

„პარტიის საქმეა, სადაც გადაწყვეტს იქ ჩაატარებს ყრილობას“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა, გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ენმ პარტიის ყრილობას სავარაუდოდ, დიდგორის ველზე ჩაატარებს.

"თუ განიხილება ვერსიები, ეს იქნება დიდგორი, შამქორი თუ სპორტის სასახლე ან ოპერა, რამდენად საინტერესოა ეს ვინმესთვის, არ ვიცი. დიდგორს აქვს თავისი ისტორიული სერიოზული დატვირთვა. ეს არის პარტიის საქმე, სადაც გადაწყვეტს იქ ჩაატარებს ყრილობას. ყველამ თავის პარტიას, თავის ადგილს და თავის საქმეებს მიხედოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

სეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა შესაძლოა დიდგორის ველზე ჩაატაროს. პარტიისადმი ასეთი შეთავაზება ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics