19:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:22:08, 524 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ წლევანდელი არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს

„საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს,  რათა წლევანდელი არჩევნები ღია, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს ასამბლეის 25-ე სესიაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოქტომბრის არჩვენებზე დასაკვირვებლად კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაციაა მოწვეული.

„როგორც იცით წელს ჩვენ საპარალამენტო არჩევნებს ვატარებთ. საერთაშორისო დამკვირვებელთა აღიარებით 2013 წლის საპრეზიდენტო  და 2014 წლის ადგილობრივი არცევნები  თავისუფალ და სამართლიან გარემოში  ჩატარდა, რითაც დავადასტურეთ  ჩვენს წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. მზად ვართ მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოთ საარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. გულწფელად გეტყვით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრესიჟის და ღირსების საქმე, საბოლოოდ კი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად ჩავატარებთ“,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics