19:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 20:21:24, 580 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყავი

2012 წელს, როდესაც აჰმედ ჩატაევი გაათავისუფლეს, მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, ამის წინააღმდეგი ვიყავი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აჰმედ ჩატაევი ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორია.

მინისტრის თქმით, ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა

„მე ვემხრობოდი იმ აზრს, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა. იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან და  არჩილ კბილაშილის მმართველობის დროს არის ეს მომხდარი.

ასეა თუ ისე, ეს არის წარსული, ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოსთან, კიდევ უფრო აქტიურად, რომ ამგავრი აქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, თურქული გამოცემა Yeni Safak-ის ინფორმაციით, სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს.

ცნობისთვის, აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბლისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი ექსტრეისტულ დაჯგუფება “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics