19:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 20:00:47, 537 ნახვა

პოლიტიკა
"ჯონ ქერის ვიზიტი იქნება დადასტურება აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროპული მხარდაჭერისთვის"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს დიდი სიხარულით ველოდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იზიტის დეტალები ზუსტდება და საზოგადოებისთვის მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამ ვიზიტს, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატო-ს სამიტის წინ ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტი ივლისში იგეგმება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics