18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 14:25:41, 453 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო უარყოფს ინფორმაციას, რომ კენჭს თბილისის ერთ-ერთ უბანში იყრის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს, რომ  შესაძლოა,  თბილისის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მას პირადი ინტერესები არ გააჩნია და მაჟორიტარად წარდგენაზე კონსულტაციები არ ჰქონია.

„2012 წელს ვალდებულება ავიღე ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში. ვაკეთებ შეთანხმებით განსაზღვრულ სამუშაოს.  პირადად არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გამაჩნია, შესაბამისად გიდასტურებთ, რომ დღევანდლამდე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა ჩემთან რომელიმე რაიონში მაჟორიტარად წარდგენაზე“, - განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics