18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:08:56, 558 ნახვა

პოლიტიკა
ნატო: ალიანსი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს

ალიანსი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის განმტკიცებას

“ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის განმტკიცებას, რათა მათ გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ. ნატო გააძლიერებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას დახმარების ყოველისმომცველი პაკეტით. ის გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს”,  - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

გარდა ამისა, ნატო საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს.

“ნატო გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების თანახმადად, ვარშავის სამიტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics