18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 11:23:51, 554 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ქვეყნის პირველი პირის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს და იმ თემებზე საუბრობს, რაზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებზე გაამახვილებს ყურადღებას.

აბაშიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს.

"დღეს, როდესაც ევროპა  გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია  ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმი,  ამ დროს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ დღის წესრიგში უფრო მეტად გააქტიურდეს საქართველოს საკითხი.

ცხადია, შეხვედრებზე კანცლერთან, პრეზიდენტთან და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციაზე ევროპაში, ამ კუთხით ევროპის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერის მოპოვებაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ამ თვალსაზრისით გერმანიის მხარდაჭრის მნიშვნელობაზე და ამავდორულად მოახლოებულ ნატოს სამიტზე ვარშავაში, სადაც ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მხარდაჭერას და საქართველოს როლის ხაზგასმას ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics