2016-06-29 13:06:44, 663 ნახვა
საზოგადოება
ბერლინში საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაწვეს
გუშინ ბერლინში დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვა მოხდა, მათ შორის იყო საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომანქნა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, რა თქმა უნდა მიზეზები უნდა გამოიძიონ. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
„ამ ბოლო ხანებში ბერლინში რადიკალური დაჯგუფებები არსებობს და ისინი მსგავსი სახის ვანდალურ ქმედებებს ჩადიან. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს“,-განაცხადა ჯალაღანიამ.
ამასთან, ჯალაღანიას განცხადებით, ინციდენტი ავტოსადგომზე ღამის საათებში მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან