|
2016-06-29 12:09:24, 1292 ნახვა
კომენტარი
ხადური: ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „შემძრა თურქეთში მომხდარმა საშინელმა ტერაქტმა. ყოვლად დაუშვებელია, ადამიანების სიცოცხლე ეწირებოდეს ტერორისტების უაზრო და ყოვლად გაუმართლებელ ქმედებებს. ვიზიარებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების, თურქი ხალხის მწუხარებას. ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებული სამყაროს თანადგომით აღვკვეთთ ტერორისტულ აქტებს და დავამარცხებთ ამ ბოროტებას!“, - აცხადებს ხადური. ამასთან, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობით არიან დაბინავებულნი. ნოდარ ხადური სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს ირაკლი ასაშვილს და საკონსულოს თითოეულ თანამშრომელს კრიზისულ სიტუაციაში გამართულად მუშაობისთვის მადლობას უხდის. „თუ არის ვინმე, ვინც სტამბოლში იმყოფება და საკონსულოსთან კონტაქტზე ჯერ კიდევ არ გასულა, გთხოვთ, დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: +90 (541) 818 44 00", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)