2016-06-29 09:21:06, 856 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 28 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი და დაშავდა 150-მდე ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან