04:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 15:00:14, 749 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: აუცილებლად შემოვიღებთ ავტომანქანების ტექნიკური დათვალირების სწორ სისტემას

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურის კუთხით არასახარბიელო  მდგომარეობაა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ახლო მომავალში ტექნიკური დათვალირების სწორ სისტემას შემოიღებს.

„იმის მაგივრად, რომ  დაგვეხვეწა არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, ის მახინჯი ფორმა, რომელიც მართლაც არსებობდა წარსულში, საერთოდ გავაუქმეთ ტექდათვალიერება. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ავტომანქანების ტექდათვალიერება, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ,  გამოვრიცხოთ  კორუპცია ამ სისტემაში და, რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი“,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics