16:35 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 10:19:18, 543 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო და რუსეთი პატიმრების ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და რუსეთი პატიმრების ორმხრივ  გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია  ნათქვამი, რომელიც  კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველომ და რუსეთმა ერთობლივი ძალისხმევით შეძლო შეთანხმების მიღწევა პატიმრობაში მყოფი ორი ქვეყნის მოქალაქეების ორმხრივ გათავისუფლებაზე.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების კონსტრუქციული დიალოგი  გაგრძელდება  იმ მიმართულებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესი-ვაჭრობა, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული კონტაქტები.

„ამ სფეროებში შედეგები აშკარაა. ამგვარად, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგად დაფიქსირდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის შესამჩნევი ზრდა. რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორად და ღვინის პროდუქციის რეალიზების მთავარ ბაზრად. მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების დაგეგმილი კონტაქტები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებს", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics