17:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 20:38:59, 992 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს

„ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ადამიანები ვინც ამ საკითხებში ვერ ერკვევიან, ან ერკვევიან, მაგრამ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, დღემდე დეკემბრის თვეს აბრალებდნენ კურსის გაუფასურებას, ვინაიდან სხვადასხვა ფაქტორის გამო, დეკემბერში წინა თვეებთან შედარებით ხარჯვა მაღალია".

„ადამიანები ვინც ამ საკითხებში ვერ ერკვევიან, ან ერკვევიან, მაგრამ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, დღემდე დეკემბრის თვეს აბრალებდნენ კურსის გაუფასურებას, ვინაიდან სხვადასხვა ფაქტორის გამო, დეკემბერში წინა თვეებთან შედარებით ხარჯვა მაღალია. ივნისში, ეს არგუმენტიც ვერ იქნება მოყვანილი, ვინაიდან ივნისი არაფრით არის გამორჩეული წინა თვეებისგან, თუ არ ჩავთვლით იანვარს, როდესაც როგორც წესი, ეკონომიკური აქტივობა დაბალია. შესაბამისად, ივნისშიც იგივე ოდენობით ხარჯი გაიწევა, რაც საშუალოდ, წინა თვეების განმავლობაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში კურსის მთავარი მდგენელია, სტაბილურია და მოსალოდნელია, რომ ლარის კურსიც იქნება სტაბილური.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics