2016-06-24 17:00:33, 574 ნახვა
საზოგადოება
აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს ჰენრი დევისს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა ADB-ს ფონდიდან საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით კომპანიისთვის გრანტის გამოყოფაზე ისმჯელეს.
კომპანიის ხელმძღვანელმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებიც განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან