01:41 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 09:34:30, 598 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მესტიაში სამართლის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ მესტიელი ახალგაზრდებისთვის სამართლის შესახებ ოთხდღიანი სემინარები ჩაატარა.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, პროექტში ჩაერთო დაბა მესტიისა და მიმდებარე სოფლების - ლატალის,ლენჯერის, მულახის  საჯარო სკოლების 45 მოსწავლე.

მათივე ცნობით, სემინარების თემები ახალგაზრდებმა თავად შეარჩიეს.ტრენინგები მიეძღვნა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საერთაშორისო კონვენციას, გენდერულ თანასწორობას, სამართლის დარგებს, სისხლის სამართალს, ბავშვთა უფლებებს.

პროექტი სალექციო მეთოდის გარდა,მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებსაც; გაიმართა დისკუსია და მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების ჩვენება/განხილვა.

პროექტის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებლი სერტიფიკატი და ასაკობრივად ადაპტირებული წიგნი სამართლის შესახებ - „სამართლის ქალაქი“. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბრენდირებული საჩუქრები. შეხვედრები მესტიის იუსტიციის სახლში გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics