|
2016-06-23 14:54:10, 1212 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სისტემაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, არჩევნებზე თავდაცვის სისტემაში სპეცუბნები არ იქნება. მისივე განმარტებით, გამონაკლისია მხოლოდ ავღანეთი. „როდესაც თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, სულ 3 დაპირება გავეცი. ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სპეცუბნები აღარ იქნებოდა თავდაცვის ობიექტებში. შემდეგ ჩვენ ვიმუშავეთ ყველა უწყებასთან, რადგან თავდაცვა არ არის ეთადერთი, სადაც სპეცუბნები იქმნება და მივედით იმ შეჯერებულ ვერსიასთან, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. თავდაცვის სისტემაში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე უფრო სწორი, დემოკრატიული, ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არსებობდა ასეთი პოლიტიკური ნება. ერთადერთი გამონაკლისი არის ავღანეთი, ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არის და გასაგებია ამის მიზეზი. საავადმყოფოში მყოფ პირებთან დაკავშირებით ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის პრინციპი იქნება, როგორც ნებისმიერ სამოქალაქო ვითარებაში ხდება, რომ ადამიანთან სახლში მიდიან და ისე აძლევენ ხმას. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალში მივლენ და იქ მისცემენ ხმას, სხვა ყველა შემთხვევაში თავდაცვის სისტემაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)