|
2016-06-22 17:48:47, 926 ნახვა
სამართალი
შსს-მ სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ფორუმი გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტს შსს-ს აკადემიაში გამართულ კარიერული განვითარების ფორუმზე უმასპინძლა. შსს-ს ინფორმაციით, ფორუმის მიზანს უწყების მუშაობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და კვალიფიციური, მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. კარიერული განვითარების ფორუმზე შსს-ს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია კონკრეტული სამსახურის საქმიანობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ მიაწოდეს. სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იყო ფორუმში მონაწილე დეპარტამენტების კუთვნილი ტექნიკა და აღჭურვილობა. აქვე მოეწყო ტაქტიკური წვრთნები. ფორუმის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში დისტანციური სწავლების პრეზენტაცია გაიმართა. აკადემიაში, სადაც ხელმისაწვდომია როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მიღება, ახალი - დისტანციური სწავლების სისტემა დაინერგა, რაც კურსანტებისთვის საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოქნილს გახდის. შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დაგეგმილია შსს-ს აკადემიის რეგიონულ საპოლიციო საგანმანათლებლო ცენტრად გარდაქმნა, რისთვისაც ქართული მხარე აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კარიერული განვითარების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურად გაიმართება.
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)