00:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 16:09:48, 599 ნახვა

საზოგადოება
კეთილმოწყობის სამსახური ვარკეთილის-3, III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ვარკეთილის-3, III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსისმიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ  2012 წლის 14 აგვისტოს აუქციონის წესით გასხვისდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე:  თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსისმიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას.

მფლობელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მასზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა არქიტექტურის სამსახურის წინაშე, რომლითაც ითხოვდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=6,0-მდე გაზრდას.  აღნიშნულ მოთხოვნებზე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (2014 წლის 11 ივნისს,  2015 წლის 28 იანვარს,  2015 წლის 5 თებერვალს და 2015 წლის 5 ოქტომბერს) უარყოფითი დასკვნები გასცა.

საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გადამეტებას მიეცა დადებითი შეფასება, 2015 წლის 3 ნოემბერს.

აღნიშნული პარამეტრების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იყო მშენებლობის ნებართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 2016 წლის 1 ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics