|
2016-06-20 18:34:26, 1344 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო ჩვენმა მთავრობამ
"მე არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო მთავრობამ და მითუმეტეს, მშენებლობა",-ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტის შეკითხვას, რომ მცხეთის აგარაკების ქირაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ახლა კი, იქ ასვლას დღევანდელი მთავრობის წევრები გეგმავენ. ივანიშვილის თქმით, აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ მას არ სმენია: "არ მაქვს არანაირი ფაქტები, რომ ისინი აპირებენ აგარაკებზე ასვლას, ეს შეიძლება თქვენი მონაგონი იყოს , მე არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო მთავრობამ და მითუმეტეს მშენებლობა. გამოასახლეს ხალხი და კვირიკაშვილი შესახლდება? როცა ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის პროექტში იყო შეტანილი აგარაკების მშენებლობა მთავრობისთვის. ახლა რასაც ამბობთ, არავითარი ფაქტები არ გაგაჩნიათ",-განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)