19:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 18:04:22, 1031 ნახვა

ეკონომიკა
ცეზარ ჩოჩელი: ეკონომიკურ ფორუმზე ყველა იმ პრობლემაზე ვისაუბრეთ, რომელიც დღეს ბიზნესის წინაშეა

ბიზნესმენ ცეარ ჩოჩელის განცხადებით, დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე ძირითადი საკითხი  ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა იყო. როგორც ჩოჩელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორუმზე, რომელშიც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, კონკრეტულ პრობლემებზეც ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს:

"ძირითადი საკითხი იყო ბიზნესისა და სახელწმიფოს ურთიერთობა. ბიზნესის მომავალი განვითარება,    ეკონომიკის განვითარება  და ძირითადად ეკონომიკა-ბიზნესის გარშემო ვიტრიალეთ.

 პრობლემებთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, კერძოდ, სასამართლოებთან, საგადასახადოსთან დაკავშირებით. დაყენდა ჩვენი მხრიდან ყველა ის პრობლემა, რომელიც  დღეს  ბიზნესის წინაშეა, ეკონომიკის წინაშეა.მომავალი შეხვედრა ალბათ ერთი თვის განმავლობაში იქნება კიდევ და კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბრებთ, რას გაითვალისწინებს ხელისუფლება და რას- არა",-განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

კონფერენციის-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“   ორგანიზატორები ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics