|
2016-06-20 13:29:44, 1056 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო
კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია. უწყების ცნობით, გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს. სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ წნორში ხორბლის აღების პროცესს დაესწრო და ფერმერებს შეხვდა. ,,ალოობა ტრადიციულად კახეთიდან იწყება. უამინდობის გამო ხორბლის აღება ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ ყველა სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის ჯიშთა გამოცდის მიმართულებთ და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თითქმის გაორმაგებულია როგორც ნათესი ფართობები, ისე მოსავლიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ადგილობრივი წარმოების ხორბლის მაქსიმალურად მაღალი კოეფიციენტი გვქონდეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. მოსავლის შეუფერხებლად აღებისთვის პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი - 86 ერთეული შპს ,,მექანიზატორის“ კომბაინია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც. ხორბლის აღების პროცესს კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)